ჟურნალისტებს ჯანეტ ჯექსონის adidas-ის სამოსი ჰიჯაბში აერიათ

საქართველო, თბილისი - 11:11 | 28.10.2016
ნანახია: 1525

ამერიკელი მომღერალი ჯენეტ ჯექსონი ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა ლონდონში სამოსით დააფიქსირეს რომელიც ძალიან გავდა ტრადიციულ მუსლიმურ ჰიჯაბს. გამოქვეყნებული კადრების საფუძველზე, ჟურნალისტებმა დაასკვნეს, რომ ჯექსონმა ისლამი მიიღო. თუმცა როგორც Al Arabiya წერს, სინამდვილეში მომღერალს Y-3-ის ხაზის თავსაბურავიანი პონჩო ეცვა, რომელიც დიზაინერმა იოჯი იამამოტომ ბრენდ  adidas-თვის შექმნა.

ბრენდის ოფიციალურ ინტერნეტ-მაღაზიაში ასეთი პონჩო 1220 ევრო ღირს. ის მამაკაცისთვის განკუთვნილი სამოსია.

50 წლის ჯანეტ ჯექსონი ყატარელ ბიზნესმენზე ვისამ ალ მანზეა დაქორწინებული და მისგან თავის პირველ შვილს ელოდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე