შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დავა დაიწყოს

საქართველო, თბილისი - 16:41 | 27.10.2016
ნანახია: 2475

შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ, შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დავა დაიწყოს. მემარცხენე ალიანსის წევრები იოსებ შატბერაშვილი და კახა ძაგანია ,,ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს ცილისწამებაში ადანაშაულებენ. 

"ცილისმწამებლური განცხადებებია, რომ თითქოსდა იოსებ შატბერაშვილის ე.წ. ნარკობარიგობაა და კახა ძაგანია თითქოს მკვლელობაშია მონაწილე. ნებისმიერი ასეთი ქმედება სისხლისსამართლის წესით ისჯება, იმედია მალე დავამტკიცებთ, რომ ეს ადამიანი არის ცილისმწამებელი,"- განაცხადა მემარცხენე ალიანსის წევრმა ელზა ჯმუხაძემ. 

განცხადება შატბერაშვილისა და ძაგანიას შესახებ შალვა ნათელაშვილმა გუშინ, "რუსთავი 2“ -ის პირდაპირ ეთერში გააკეთა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე