საუდის არაბეთში სოციალური ქსელის გამო წყვილი დაქორწინებიდან ორ საათში გაიყარა

საქართველო, თბილისი - 16:21 | 27.10.2016
ნანახია: 1564

 

საუდის არაბეთში წყვილი დაქორწინებიდან ორი საათის შემდეგ განქორწინდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პატარძალმა სოციალურ ქსელში ქორწილის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. The Independent-ი წერს, რომ გოგონამ რამდენიმე ფოტო სოციალურ ქსელ Snapchat-ში გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ საქორწინო ხელშელკრულების მიხედვით, ცოლს უფლება არ აქვს ისარგებლოს სოციალური ქსელებით - Snapchat-ით, Instagram-ითა და Twitter - ით.

პატარძლის ოჯახი მიიჩნევს, რომ ქმარი ცოლს ძალიან მკაცრად მოექცა, თუმცა ქმრის ოჯახის აზრით, მას ამის სრული უფლება ჰქონდა. საინტერესოა, რომ საუდის არაბეთის კანონების მიხედვით, მამაკაცებს ქორწინების გაუქმება ცალმხრივად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეუძლიათ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე