ალექს იანგერი: ჯეიმს ბონდი რეალურ ცხოვრებაში ჯაშუში ვერასდროს გახდებოდა

საქართველო, თბილისი - 15:31 | 27.10.2016
ნანახია: 2096

დიდი ბრიტანეთის შიდა დაზვერვის სამსახურის MI-6-ის უფროსის ალექს იანგერის თქმით, ცნობილი კინოგმირი ჯეიმს ბონდი რეალურ ცხოვრებაში ჯაშუში ვერასდროს გახდებოდა. მან ამის შესახებ გამოცემა Back History Month-თან ინტერვიუში ისაუბრა.  

MI-6-ის ხელმძღვანელის თქმით, ჯეიმს ბონდი მზვერავების რიგებში შერჩევას ვერ გაივლიდა, რადგან ”MI-6-ის რეალური ოფიცრები ფლობენ ემოციური აღქმის მაღალ დონეს, აფასებენ გუნდურ სამუშაოს და ბატონ ბონდისაგან განსხვავებით ყოველთვის პატივს სცემენ კანონს”.

თუმცა ამასთან იანგერმა აღნიშნა, რ  უწყებაში ბონდის პატრიოტიზმს, ენერგიასა და შეუპოვრობას იზიარებენ.

ბრიტანეთის შიდა დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დროა MI-6-ის შესახებ არსებული მითები გაქარწყლდეს, რადგან მზვერავის სამუშაო საპასუხისმგებლოა და ის  გონებრივ ძალისხმევას მოითხოვს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე