სალომე ზურაბიშვილი: საქართველო რუსეთთან დიპლომატიურ გზაზე უარს ვერ იტყვის

საქართველო, თბილისი - 10:16 | 27.10.2016
ნანახია: 1337

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო რუსეთთან დიპლომატიურ გზაზე, უარს ვერ იტყვის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების გზით შედეგის მიღწევა, ყოველთვის შესაძლებელია.

"ოკუპანტის სტატუსი, რაც რუსეთს მიენიჭა და რაც რეალობის სწორი ასახვაა, ჩვენ ყოველმხრივ გვბლოკავს - ვერ ვმონაწილეობთ იმ მოლაპარაკებებში, რომელსაც ჩვენი უცხოელი პარტნიორები მართავენ და ჩვენს სუვერენიტეტს იცავენ. ისინი თავისუფალნი არიან, რომ ჩვენს ოკუპანტს დაელაპარაკონ. ვიცით, რომ სამხედრო გზა, ჩვენი გზა არ არის. ჩვენ ვერ ვიტყვით უარს დიპლომატიურ გზაზე. ეს არ არის დათმობის გზა, ამ გზაზე არ შეიძლება დადიოდნენ ოპოზიციონერები, რათა თავიანთი პოლიტიკური სტატუსი აიმაღლონ. ეს გზა ქვეყნის შიგნით, ყველა პარტიაში, კარგად უნდა იყოს შეთანხმებული. უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა ზუსტად, ეს არის მოლაპარაკებების მომზადება",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე