ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის სცენოგრაფიის ბიენალე გაიმართება

საქართველო, თბილისი - 16:21 | 26.10.2016
ნანახია: 2206

27-31 ოქტომბერს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ვალერიან გუნიას სახელობის  თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის - ”საქართველოს OISTAT ნაციონალური ცენტრის” ორგანიზებით თბილისის სცენოგრაფიის ბიენალე გაიმართება.

ბიენალეს მიზანია შექმნას პირობები ახლგაზრდა სცენოგრაფებისათვის პროფესიული განვითარებისა და  შემოქმედებითი იდეების გასაზიარებლად,  ერთობლივი პროექტების შემუშვებისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად; ასევე ახალგაზრდა ხელოვანთა ინტერკულტურული დიალოგი კავკასიის ქვეყნებიდან - საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან.

სცენოგრაფიის ბიენალეს დაფუძნების გზით საერთაშორისო კულტურულ საფესტივალო რუკაზე ახალი მიმართულების პროფესიული ფესტივალი ჩნდება, რაც ემსახურება ამ მულტუდისციპლინარული დარგის ზოგად განვითარებას, ასევე უშუალოდ თანამედროვე ქართული სცენოგრაფიის განვითარებას და საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას.

თბილისის სცენოგრაფიის ბიენალე  მოიცავს მონაწილეთა ნამუშევრების  გამოფენას და მის განხილვას, "მრგვალ მაგიდებს" თანამედროვე ხელოვნების საკითხებზე, სცენოგრაფიის სპეციფიურ პრობლემებზე, შემოქმედებით შეხვედრებს,  დისკუსიებს.

ბიენალეს მნიშვნელოვანი ნაწილია Masters' Lab ( ლაბორატორია ოსტატებთან), რომელიც ბიენალეს მუდმივმოქმედ საგანმანათლებლო პროგრამად მოაზრება და მის ფარგლებში გამოჩენილ ხელოვანთა და მეცნიერთა ლექცია-პრეზენტაციები, მასტერკლასები და ა. შ. ჩატარდება.

გამოფენების გახსნა 27 ოქტომბერს

17.00-19.00 სთ - საქართველოს პარლამენტის ეროვნული

ლექციები, პრეზენტაციები, შეხვედრები და დისკუსიები 

28 ოქტომბერს  - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

29 ოქტომბერს  -  რუსთაველის თეატრი.

გამოფენების დახურვა

31 ოქტომბერს- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 

Masters' Lab ( ლაბორატორია ოსტატებთან)

რობერტ სტურუა- რეჟისორი, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (საქართველო, თბილისი)

 ლიუბოვ  ოვეს - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, რუსეთის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტისა და რუსეთის სცენიური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის რუსული თეატრის კათედრების პროფესორი  ( რუსეთი, სანქტ. პეტერბურგი).

ელენა სტეპანოვა - დამდგმელი მხატვარი, ორგზის „ ოქროს ნიღბის “ ლაურეატი , მოსკოვის პრემიის ლაურეატი ( რუსეთი, მოსკოვი)

კურატორები:

 ნინო გუნია-კუზნეცოვა,

აღმასრულებელი დირექტორი

 ვალ. გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი- საქართველოს OISTAT ნაციონალური ცენტრი                

ინნა მირზოიან,

სცენოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,

 რუსეთის  ფედერაციის თეატრალური კავშირი,

აღმასრულებელი მდივანი

 რუსეთის OISTAT ნ ცენტრი.

ბიენალეს სტაფი

მერი მაცაბერიძე - პროექტის მენეჯერი

დავით გოგოლაშვილი - პიარ მენეჯერი

 ზურაბ ნაკაშიძე - ლოჯისტიკის მენეჯერი

მალხაზ ბარბაქაძე  - მულტიმედია ინჟინერი

მანანა გუნია - დიზაინერი

ბიენალეს პარტნიორები
რუსეთის მხრიდან:

რუსეთის  ფედერაციის თეატრალური კავშირი,

 რუსეთის OISTAT  ცენტრი

 

საქართველოს მხრიდან :

შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრი,

საქართველოს შოთა რუსთაველის  თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი,

საქართველოს თეატრალური საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

არტარეა TV

ბიენალეს მხარდამჭერები

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი

თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების სამხრეთკავკასიური ფესტივალი თბილისში

შპს. ბინეხი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე