პრემიერი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს ადასტურებს

საქართველო, თბილისი - 14:29 | 26.10.2016
ნანახია: 1281

პრემიერ-მინისტრი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს  ადასტურებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ცვლილებები იქნება, თუმცა მას შემდეგ რაც დასრულდება არჩევნების მეორე ტური.

პრემიერმა სამინისტროების ოპტიმიზაციის  საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება.

გიორგი კვირიკაშვილმა ამომრჩეველს 30 ოქტომბერს აქტიურობისკენ მოუწოდა. 

„ეკონომიკური პროფილის სამინისტროების გაერთიანება არ იგეგემება.  სჯობს დავიცადოთ, ეს არჩევნების ეპოპეა უნდა დასრულდეს, ალბათ. ჯერ კიდევ 30 ოქტომბერს არის მეორე ტური და სხვათაშორის მინდა, რომ  ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იცოდეს, რომ არჩევნები ჯერ არ დასრულებულა და ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური გვაქვს 30 ოქტომბერს.

"შემდგომ იქნება გარკვეული პერიოდი იმისათვის, რომ პარლამენტში წარდგეს მთავრობა  და არ არის გამორიცხული გარკვეული ცვლილებები სამინისტროების მიმართულებითაც. ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება, თუ ამას კითხულობთ, მაგრამ გარკვეული პატარა ცვლილებები იქნება. ვაგრძელებთ კონსულტაციებს მინისტრთა კაბინეტთან და ამაზე შეიტყობთ, როცა ამის დრო იქნება,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე