ლარი გაუფასურებას განაგრძობს

საქართველო, თბილისი - 17:25 | 25.10.2016
ნანახია: 1292

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3888 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3803 ლარს შეადგენდა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5983 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5919 ლარს შეადგენდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე