გოგუაძე ყოფილ წევრებზე: ნათელი გახდა, რატომ გაიყო ამ ადამიანების და პარტიის გზები

საქართველო, თბილისი - 17:13 | 25.10.2016
ნანახია: 1291

თავისუფალი დემოკრატებისთვის ეს არის პრინციპულად მიუღებელი, რადგან ჩვენ "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან პრინციპულ ოპოზიციაში წავედით, ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკურმა მდივანმა ნინო გოგუაძემ განაცხადა. 

"გუშინ მოვისმინეთ ყოფილი თანაგუნდელისგან ღია განცხადება, რომ ის მზად არის ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და ხელისუფლებაში დასაქმებისთვის. ჩვენთვის, თავისუფალი დემოკრატებისთვის ეს არის პრინციპულად მიუღებელი, რადგან ჩვენ "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან პრინციპულ ოპოზიციაში წავედით. ხელისუფლებასთან, რომელსაც ჰყავს პოლიტიკური პატიმრები კაბელების ბიჭების სახით, რომელსაც ჰყავს დამორჩილებული სასამართლო, მან სასამართლო მურუსიძეს ჩააბარა, რომელმაც შეტევა განახორციელა დამოუკიდებელ მედიაზე და ალბათ, არჩევნების შემდეგ ეს შეტევა გაგრძელდება. ასე რომ, ჩვენ ხელისუფლების პრინციპული ოპოზიცია ვართ. ამიტომ, საზოგადოებისთვის დღეს უკვე ნათელი გახდა, რატომ გაიყო ამ ადამიანების და პარტია "თავისუფალი დემოკრატების" გზები”, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრებმა, ამომრჩეველს "ქართული ოცნების" მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. ამასთან, ზურაბ აბაშიძის თქმით, ის ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე