უხვი ნალექის გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს

საქართველო, თბილისი - 17:07 | 25.10.2016
ნანახია: 1167

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული უხვი ნალექის გამო შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. კოჯორში, ბეთანიასა და კიკეთში მობილიზებულია ტექნიკა და ადგილზე იმყოფებიან „თბილსერვის ჯგუფის“ სპეც-თანამშრომლები. მთელი ღამის განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიებზე იყრებოდა ტექნიკური მარილი. გზის გაწმენდითი სამუშაოები დღის განმავლობაშიც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

შპს „თბილსერვის ჯგუფი"  მოუწოდებს მოსახლეობას უხვი ნალექისა და ამინდის გაუარესების გამო თავი შეიკავონ აღნიშნულ მონაკვეთებზე ზაფხულის საბურავებით გადაადგილებისგან.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე