„პატრიოტთა ალიანსი“ ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 15:13 | 25.10.2016
ნანახია: 1267

„პატრიოტთა ალიანსი“ ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, პარტიის წევრები არ შეეგუებიან იმ ციფრებს, რა ციფრებიც აჩვენა არჩევნების შედეგებმა.

„დღეს ჩვენ ოფიციალურად ვართ საპარლამენტო პარტია. ეს ნიშნავს, რომ გაჩნდა საპარლამენტო ტრიბუნა, მაგრამ ჩვენს გარდა არსებობს უამრავი პარტია, რომელიც ვერ აღმოჩნდა პარლამენტში. თქვენ იცით, რომ პარტიების თანამშრომლობა სხვადასხვა ფორმატებში ისედაც მიმდინარეობდა და მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ბლოკი, რომელიც ექსპარტიულია შეეცდება, რომ იყოს ხიდი და წარმომადგენელი პარლამენტში სხვა პარტიების, რომლებიც ვერ აღმოჩნდნენ პარლამენტში.  ჩვენ ყველა ერთად შევეცდებით განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი გამოძიება იმისა, თუ როგორ ჩატარდა  არჩევნები. მინდა შეგახსენოთ რომ, საგარეჯოს არჩევნების შემდეგაც ჩატარდა ასეთი გამოძიება, რამაც გამოიწვია „ქართული ოცნება“ ფაქტობრივი დაშლა გამოიწვია. მთავარი გამყალბებელი ამ არჩევნებისა - „რესპუბლიკური პარტია“, დღეს 1,5%-იანი პარტიაა. ამ გამოძიების შედეგები შესაძლოა, სავალალო აღმოჩნდეს, როგორც ხელისუფლებისთვის ასევე „ნაციონალური მოძრაობისთვის“, - განაცხადა დავითთარხან-მოურავმა.

მისივე თქმით, დაიგეგმა ძალიან ცუდი არაერთი პრაქტიკა, მათ შორის არის ეგზიტპოლები.

"ჩვენს ქვეყანაში მუდმივად შემოდიან სრულიად უსახელო ორგანიზაციები, რომელთა სახელწოდებები არაფერს არ გვეუბნება, ეს არის აბრევიატურა - A, B, O, W, T, N, K, F, N და მერე ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამ ვიღაცამ ჩაატარა კვლევა და თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ადგილზეა, ან რაიმე შედეგი და შემდეგ რატომღაც არჩევნების შედეგების დაახლოვება ხდება ამ მონაცემებთან, მაგრამ დაახლოება იმ ხალხისთვის, ვისაც არა აქვს სპეციალიზებული მათემატიკური განათლება. ცუდია რომ ამაში ჩაება ახლა ხელისუფლებაც. მინდა შეგახსენოთ, რომ არჩევნებამდე ათი დღით ადრე ჩამოყვანილმა ვიღაცა FJ-მ და შემდეგ ხელისუფლების მიერ ჩამოყვანილმა კომპანიამაც თქვა, რომ ჩვენ პარტიას ჰქონდა 2,5%. - ამაზე ჩვენ ერთი წელია ვლაპარაკობთ და მერე ეს დაცინვის საგანი ხდება რატომღაც“, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე