”ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებმა თავიანთი თანამებრძოლები ცოცხლად დაწვეს

საქართველო, თბილისი - 15:10 | 25.10.2016
ნანახია: 1377

”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ქალაქ მოსულში ცხრა თანამებრძოლი ცოცხლად დაწვეს. ტელეარხ Al Sumaria-ის ინფორმაციით, ისინი ქალაქიდან გაქცევის მცდელობისთვის დასაჯეს.  

ტელეარხის წყაროს ინფორმაციით ტერორისტებმა თავიანთი თანამებრძოლები ხელ-ფეხშეკრულები ნავთობით სავსე ორმოში ჩაყარეს და ცეცხლი წაუკიდეს.

მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო. მასში ერაყის შეიარაღებული ძალები, საერთაშორისო კოალიცია, ქურთების პეშმერგას შენაერთები და სხვა გასამხედროებული ფორმირებები მონაწილეობენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე