„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრები მხარდაჭერას ,,ქართულ ოცნებას“ უცხადებენ

საქართველო, თბილისი - 14:56 | 25.10.2016
ნანახია: 1653

ყოფილი „თავისუფალი დემოკრატები“ მხარდაჭერას ,,ქართულ ოცნებას“ უცხადებენ. ერთობლივ პრესკონფერენციაზე დავით ონოფრიშვილმა, ზურაბ აბაშიძემ და გია ცაგარეიშვილმა საკუთარ ამომრჩეველსაც მოუწოდს მეორე ტურში მხარი დაუჭირონ ,,ქართული ოცნების“ კანდიდატებს.

,,პრაქტიკულად ყველგან დარჩენილია ორი პარტიის კანდიდატები: კოალიცია „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“. აქ ალტერნატივა არ არსებობს და მე ჩემს მხარდამჭერებს, თანამოაზრეებს მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს, რადგან ჩემთვის პირადად მიუღებელია, რა მიზეზითაც ან რა საფუძველზე შეიძლება მხარი არ დაეჭიროს „ქართულ ოცნებას“, როდესაც ჩვენ ყველამ ერთად, 2012 წელს ერთად მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ „ნაციოანალური მოძრაობა“ სამუდამოდ უნდა წასულიყო მინიმუმ ოპოზიციაში და შეიძლება, პოლიტიკიდანაც“, - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე