ოჯახებს ემუქრებიან, აშანტაჟებენ და სთხოვენ, არჩევნებზე არ წავიდნენ - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 14:20 | 25.10.2016
ნანახია: 2313

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს და პროექტ კარდაკარს განაგრძობენ.

უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ფინანსური პოლიცია სავაჭრო ჯიხურებში შედის და ემუქრება დახურვით. ძველი ბიჭებით, კრიმინალებით, მათ შორის, საგანგებოდ ჩამოყვანილი კრიმინალებით აქ მცხოვრებ ოჯახებს ემუქრებიან, აშანტაჟებენ და სთხოვენ, არჩევნებზე არ წავიდნენ. ვერაფერს მიაღწევს ვერც გუბერნატორი შონია, ვერც კალაძე და ვერც ივანიშვილი. ეს ზამბარა, რომელიც დაჭიმა ივანიშვილმა, აუცილებლად უკუეფექტს გამოიღებს”, - განაცხადა ნიკა მელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე