,,გირჩი“ პოლიტიკურ მოღვაწეობაზე უარს ამბობს

საქართველო, თბილისი - 12:52 | 25.10.2016
ნანახია: 1201

„გირჩი“ ელექტრონულ კომუნიკაციაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდება, - ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელიც “გირჩმა“ გაავრცელა.  

"ჩვენ ვაპირებთ შევცვალოთ პოლიტიკური ბრძოლის როგორც სტრატეგია, ისე ფორმები: - ჩვენ უარს ვამბობთ, ვიყოთ ტრადიციული პოლიტიკური პარტია ოფისებითა და პარტიული სტრუქტურებით. ამიტომ ვაპირებთ, „გირჩი“ ვაქციოთ პირველ სრულად ელექტრონულ კომუნიკაციაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ორგანიზაციად, რომელიც Facebook-ის მეშვეობით გააერთიანებს ადამიანებს, რომელთაც სწამთ თავისუფლების. არასოდეს ვიქნებით Offline და ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ იქნება Public", - აღნიშნულია "გირჩის" მიერ გავრცელებულ წერილში. 

როგორც წერილშია ნათვამი, "გირჩი" უარს ამბობს პოლიტიკოსების დაყოფაზე მტრებად და მეგობრებად და ითანამშროლმებს ყველასთან, ვისი ქმედებაც სახელმწიფოს წაარდგება.  

ჩვენ ვაპირებთ, დაგანახოთ თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, როგორ ანადგურებთ საკუთარი შვილების მომავალს იმით, რომ მხარს უჭერთ თავისუფლების შეზღუდვას ამა თუ იმ მიმართულებით.  

ჩვენ ვაპირებთ დაგანახოთ, რამდენად პირდაპირ კავშირშია თქვენი სიღარიბეში ცხოვრება ქვეყანაში თავისუფლების ნაკლებობასთან.   ჩვენ ვაპირებთ დაგანახოთ, თუ რამხელა აბსურდია სიტყვებში - „რა დროს თავისუფლებაა, როცა ხალხს შია“, ვინაიდან გვჯერა, რომ შიმშილის ყველა მიზეზიც თავისუფლების ნაკლებობიდან მოდის.  

ჩვენ ვაპირებთ, დაგანახოთ, რომ მოქალაქეთა შეზღუდული თავისუფლება პირდაპირი საფრთხეა ქვეყნის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის.  

ჩვენ გავაგრძელებთ თავისუფლებისთვის ბრძოლას და ამ ბრძოლაში ვიქნებით გაცილებით რადიკალურები, გაცილებით თავისუფლები, გაცილებით რთულად ასატანები ბევრი თქვენგანისთვის. 

ჩვენ ვიქნებით სარკე, რომელშიც გამოჩნდება ყველაფერი, რაც ყარს ამ ქვეყანაში. #მეტითავისუფლება „გირჩს“,-აღნიშნულია "გირჩის" მიერ გავრცელებულ წერილში. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე