რუსთავში 112-ის ცენტრი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 12:19 | 25.10.2016
ნანახია: 1271

რუსთავში, 112-ის ახალი ოფისი შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გახსნა. მინისტრის თქმით, 112-ის რუსთავის ცენტრის მიზანია, თბილისის 112-ის განტვირთვა და დაზღვევა.

„დღეს კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისთვის. ჩვენ უკვე  გავხსენით ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომელიც აძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემას. დღეს რუსთავში მუშაობას იწყებს გადაუდებელი მართვის ოპერატიული ცენტრი. ეს იმას ნიშნავს, რომ შსს-მ 112 კიდევ უფრო ძლიერდება. 112-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია, ის არის დამაკავშირებელი ხიდი, ყველაზე მძიმე წუთებში მყოფ მოქალაქესა და საგანგებო სამაშველო სამსახურებს შორის. შსს-ს ეს დანაყოფი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს წარმოადგენს. მისი გამართული და უწყვეტი ფუნქციონირება სახელმწიფოსთვის უაღღესად მნიშვნელოვანია. ცენტრის მიზანი თბილისის 112-ის განტვირთვა და მისი დაზღვევა“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით,ორივე ცენტრი პარალელურ რეჟიმში იმუშავებს და ცენტრი მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებს ზარებს 24 საათის განმავლობაში.

„საზოგადოების უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფის და ამ კუთხით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შსს მუდმივ ტექნოლოგიურ განვითარებაზეა ორიენტირებული. 112-ის საქმიანობა, სწორედ ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული. მოხარული ვარ, რომ ჩვენ მცირე დროში შევძელით შეგვექმნა ახალი პროექტები, ეს არის მობილური აპლიკაცია eCall ჯორჯია და პროგრამა საპატრულო ეკოპაჟებისთვის. მსოფლიოში საქართველო მეექვსე ქვეყანაა, რომელმაც 2015 წელს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის სმს და ვიდეზარის სერვისი დანერგა “, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე