ძლიერი აფეთქება მოხდა ანტალიაში

საქართველო, თბილისი - 10:27 | 25.10.2016
ნანახია: 1545

 

ძლიერი აფეთქება მოხდა თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში. აფეთქების ხმა სავაჭრო-სამრეწველო პალატის შენობასთან, ავტოსადგომზე გაისმა.

როგორც ტელეარხი NTV იტყობინება, არიან დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა უცნობია.

წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. თუმცა ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. ამ დროისათვის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შენობის მიმდებარე ტერიტორია პოლიციელებით არის გარშემორტყმული. ადგილზე იმყოფება ათობით სასწრაფო დახმარების მანქანა. ინციდენტის ადგილი ქალაქის ტურისტული რაიონებიდან მოშორებით მდებარეობს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე