პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ახალი ინდური ფილმის გადაღებები ხორციელდება

საქართველო, თბილისი - 10:19 | 25.10.2016
ნანახია: 1413

 

საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი უფრო და უფრო დატვირთული ხდება და   კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამით „გადაიღე საქართველოში“ დაინტერესებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს.  პროგრამის  ფარგლებში, მისი ამოქმედებიდან სულ რაღაც 7 თვეში კიდევ ერთი, ახალი, რიგით მეხუთე პროექტი ხორციელდება.  

ახალ მძაფრსიუჟეტიან მხატვრულ ფილმს ამჟამად ინდური კომპანია იღებს, ხოლო გადასაღებ ლოკაციებად შეირჩა საქართველოს სხვადასხვა რეგიონები კერძოდ ბორჯომი, კახეთი, ჭიათურა, ბათუმი და თბილისი.

აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღებები 1 თვის განმავლობაში, კერძოდ 21 ოქტომბრიდან - 20 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში საქართველოში 790 000 ლარი დაიხარჯება და გადაღებების პირველ ეტაპზე 20 მსახიობი დასაქმდება.

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, რომელიც ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, ჯამში განხორციელდა 5 პროექტი,  საიდანაც გადაღებები უკვე დასრულებულია 4 ფილმზე, ხოლო 1 ფილმის გადაღებებები ამჟამად მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამში 7 305 065  მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო ადგილობრივად 650 ადამიანი დასაქმდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამჟამად  სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებაზე საქართველოში.

ამავე პერიოდში საქართველოში განხორციელდა არაერთი რეკლამის თუ მუსიკალური ვიდეო რგოლის გადაღებები, რაც ასევე ხელს უწყობს ქვეყნის, როგორც აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო გადასაღები ლოკაციის პოპულარიზაციას.  

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე