კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე მოკლულის მამა გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა

საქართველო, თბილისი - 10:14 | 25.10.2016
ნანახია: 1548

კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე მოკლული გიორგი შენგელიას მამა გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა და დამოუკიდებელი ესქპერტიზის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს. რომან შენგელია ამბობს, რომ გამოძიება ცდილობს დანაშაული მის მეორე შვილს დააბრალონ. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება ეფექტურად არ წარიმართება, გარდაცვლილის ცხედარს ზუგდიდის ცენტრში გადაასვენებს და საპროტესტო აქციას დაიწყებს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე