ჩინეთში შენობის აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:00 | 25.10.2016
ნანახია: 1371

 

ჩინეთში შენობის აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი შენსის პროვინციაში მოხდა.

ბოლო მონაცემებით, 147 ადამიანი დაშავდა. მათგან 106 ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება. 11 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

აფეთქების შედეგად შენობასთან ახლოს მდებარე 58 სახლი სერიოზულად დაზიანდა, რამდენიმე სახლი კი ნაწილობრივ დაინგრა. დაზიანდა 63 ავტომანქანაც.

პოლიციის წინასწარი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი ასაფეთქებელი ნივთიერებების დეტონაცია გახდა. შენობის მეპატრონე დაკავებულია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე