ელენე ხოშტარია: ვალდებულები ვართ არ დავუშვათ საკონსტიტუციო უმრავლესობა

საქართველო, თბილისი - 09:39 | 25.10.2016
ნანახია: 1192

დღეს რეალურად საქართველო დგას ძალიან დიდი საფრთხის, ერთპარტიული დიქტატის წინაშე, თან არაფორმალური მმართველის პირობებში, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ, რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა არჩევანში

"ჩვენ, როგორც ძალიან დიდი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალა, რომელიც სამწუხაროდ დარჩა ერთადერთ პროდასავლურ ძალად მთელ პოლიტიკურ სპექტრში, რადგან სხვებმა ვერ გადალახეს ბარიერი, განსაკუთრებულად ვალდებულები ვართ არ დავუშვათ ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მტკიცედ გავდივართ მეორე ტურში საბრძოლველად", - განაცხადა  ხოშტარიამ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე