უშიშროების საბჭოს ახალი მდივნის დანიშვნის ფაქტს პოლიტიკოსები აფასებენ

საქართველო, თბილისი - 09:37 | 25.10.2016
ნანახია: 1195

უშიშროების საბჭოს ახალი მდივნის დანიშვნის ფაქტს პოლიტიკოსები აფასებენ. კომპეტენტურს უწოდებენ დავით რაქვიაშვილს ნაციონალურ მოძრაობაში და აცხადებენ, რომ მისი მუშაობა - შექმნილ ვითარებაში, როცა მმართველი გუნდი პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას ცდილობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვნია. 

„დათო არის გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანი, პროდასავლური ფასეულობების ერთგული, არა ერთი წელი იმუშავა ამაზე და მესმის, რომ მას დღეს ძალიან მძიმე ვითარებაში მოუწევს მუშაობა, იმიტომ, რომ ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომ დააკნინოს იგივე უშიშროების საბჭოს ინსტიტუტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და მე მას ვუსურვებ წარმატებებს ამ რთულ გამოწვევებში,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

განცხადება გაკეთდა ქართულ ოცნებაშიც. ეკა ბესელია ამბობს, რომ დავით რაქვიაშვილს პირადად არ იცნობს, თუმცა იმედოვნებს, რომ ის შეძლებს საპასუხისმგებლო პოსტზე მუშაობას.

„იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ეს ადამიანი შეძლებს შეასრულოს ის მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის პოზიციაზე მას დაეკისრება,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

თავისუფალი დემოკრატები კი იმედს გამოთქვამენ, რომ უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი მასზე დაკისრებულ მოვალეობას კარგად შეასრულებს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე