კალეს ლტოლვილთა ბანაკი 2318 მიგრანტმა დატოვა

საქართველო, თბილისი - 09:32 | 25.10.2016
ნანახია: 1408

საფრანგეთის ქალაქ კალეს ლტოლვილთა ბანაკი 2318 მიგრანტმა დატოვა. ამის შესახებ  შს მინისტრმა ბერნარ კაზნიოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ლტოლვილები ე.წ. „ჯუნგლებიდან“ 45 ავტობუსით გამოიყვანეს და საფრანგეთის 11 რეგიონში გადაანაწილეს. ევაკუაცია კიდევ 2 დღეს გაგრძელდება. დღესვე დაიწყება ბანაკში კარვების აღებაც. ამ დროისათვის „ჯუნგლებში“ 7 ათასამდე მიგრანტი რჩება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე