პოლიციის აკადემიაზე მომხდარ თავდასხმას 59 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 09:28 | 25.10.2016
ნანახია: 1355

 

სულ მცირე 59 ადამიანი დაიღუპა პაკისტანის ქალაქ კვეტაში პოლიციის აკადემიაზე მომხდარი თავდასხმისას.

როგორც ”ასოშიეიტედ პრესი” ბელუჯისტანის პროვინციის შს- მინისტრზე დაყრდნობით იუწყება, ლიკვიდირებულია სამი ტერორისტი. მინისტრის თქმით, მებრძოლებს შახიდის ქამრები ეკეთათ. სამხედროების განცხადებით, თავდასხმის უკან სავარაუდოდ ისლამისტური დაჯგუფებების ”თალიბანისა” და ”ლაშქარ-ე-ჯანგვის” მებრძოლები დგანან.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე