საქართველოდან განხორციელებული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 11.5%-ით გაიზარდა
საქართველო, თბილისი - 17:41 | 24.10.2016 ნანახია: 1288სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის პირველი იანვრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან განხორციელებული აგროსასურსათო პროდუქციის ღირებულებამ 524.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
მთლიანი ექსპორტის ზრდა ძირითადად განაპირობა ისეთი პროდუქტის ექსპორტის მაღალმა მაჩვენებელმა, როგორებიცაა:
- სპირტიანი სასმელები - ექსპორტმა 68.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 33.7%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს;
- ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - ექსპორტმაც 29.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 80.0%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს;
- ღვინო - ექსპორტმა 83.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 13.1%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს;
- თევზის ფქვილი - ექსპორტმა 14.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 2.3-ჯერ (0%) აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს;
- ბოსტნეულის ექსპორტი გაზრდილია 18%-ით, რაც ძირითადად გამოიწვია პომიდვრის ექსპორტის გაზრდამ. მიმდინარე წელს პომიდვრის ექსპორტმა 1.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, როდესაც 2015 წელს მხოლოდ 95 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.
2016 წლის საანგარიშო პერიოდში ექსპორტი დაფიქსირდა 87 სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით, ხოლო, 2015 წლის იმავე პერიოდში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის გატანა სულ 76 ქვეყანაში განხორციელდა.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა