სოფელ ჩაისუბანში სახალხო ზეიმი "ჩაისუბნობა" გაიმართა

საქართველო, თბილისი - 17:30 | 24.10.2016
ნანახია: 1161

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოფელ ჩაისუბანში ტრადიციულ დღესასწაულს, „ჩაისუბნობას“ დაესწრო. სახალხო ზეიმს აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, პოლონეთის სილეზიის სავოევოდოს დელეგაცია და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.

ზეიმის ფარგლებში გაიმართა კონცერტი, რომელშიც ფოლკლორული, ვოკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ასევე მოეწყო კინტრიშის ხეობის მკვიდრთა ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა.

სოფლის მცხოვრებლები სტუმრებს ტრადიციული კერძებით და ნუგბარით გაუმასპინძლდნენ. ღონისძიების დასასრულს ღვაწლმოსილი ხეობის მკვიდრთა დაჯილდოება გაიმართა.

„ჩაისუბნელობა“, როგორც სახალხო ზეიმი წელს მეორედ აღინიშნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე