ლარის კურსი

საქართველო, თბილისი - 17:10 | 24.10.2016
ნანახია: 1353

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3803 ლარი გახდება. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.3679 ლარს შეადგენდა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5919 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.5796 ლარს შეადგენდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე