26 ოქტომბერს შესაძლოა მოთოვოს

საქართველო, თბილისი - 17:22 | 24.10.2016
ნანახია: 1395

26 ოქტომბერს თბილისის შემოგარენში შესაძლოა მოთოვოს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, 26 ოქტომბერს, თბილისში მოსალოდნელია ნალექი და ნისლი, დედაქალაქის შემოგარენში კი, არ არის გამორიცხული თოვლ-ჭყაპი, ან თოვლი აღინიშნოს, კერძოდ, საუბარია წყნეთზე, კოჯორსა და ოქროყანაზე. ასევე, შესაძლოა თოვლ-ჭყაპი, ან თოვლი აღინიშნოს, კახეთის ზოგიერთ რაიონშიც.
ხვალ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა და ნისლი. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დღისით +10 +15, აღმოსავლეთში +2 +7, თბილისში კი +6 გრადუსი იქნება. 
26 ოქტომბერს ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +10 +15, აღმოსავლეთში +2 +6, თბილისში კი, +4 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსები გამოდარებას 27 ოქტომბრიდან ელოდებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე