სომალელი მეკობრეების მიერ გატაცებული მეზღვაურები ვირთხებით იკვებებოდნენ

საქართველო, თბილისი - 18:30 | 24.10.2016
ნანახია: 1454

სომალელი მეკობრეების მიერ გატაცებული მეზღვაურები შიმშილისგან გადარჩენის მიზნით ვირთხებით იკვებებოდნენ. ამის შესახებ ”ბი ბი სის” ერთ-ერთმა მეზღვაურმა უამბო.

”ისინი მხოლოდ მცირე რაოდენობით წყალს გვაძლევდნენ. ჩვენ ვჭამდით ვირთხებს. დიახ, მათ ტყეში ვამზადებდით”, -განუცხადა ფილიპინელმა მეზღვაურმა ”ბი ბი სის”. ”ჩვენ ყველაფერს ვჭამდით. როდესაც გშია - ჭამ”, -აღნიშნა მან.

26 მეზღვაური, რომელთა შორის იყვნენ ფილიპინელები, კამბოჯელები, ინდონეზიელები, ვიეტნამელები და ტაივანელები, 2012 წელს სეიშელის კუნძულებთან თევზმჭერი გემის გატაცების შედეგად მეკობრეთა ხელში მოხვდა.

მეკობრეები მეზღვაურების სანაცვლოდ გამოსასყიდს ითხოვდნენ, მაგრამ მოლაპარაკებები სამი წლის განმავლობაში გაგრძელდა.

მეზღვაურების თქმით, გამტაცებლები მათ მედიკამენტებს არ აძლევდნენ, რამაც ორი მათგანის სიკვდილი გამოიწვია. კიდევ ერთი მეზღვაური გემზე თავდასხმისას დაიღუპა.

ტყვეები 22 ოტქომბერს გაათავისუფლეს. ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით მათი გათავისუფლება გემის მეპატრონის მხრიდან გამოსასყიდის გადახდის შემდეგ მოხერხდა. თანხის რაოდენობა არ სახელდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე