„კანდიდატურის მოხსნა პრაქტიკულად, დამარცხების აღიარებაა" - კობახიძე სანდრა რულოვსზე

საქართველო, თბილისი - 16:00 | 24.10.2016
ნანახია: 1183

„კანდიდატურის მოხსნა პრაქტიკულად, მის მიერ დამარცხების აღიარებაა”, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა.

„კანდიდატურის მოხსნა პრაქტიკულად, მის მიერ დამარცხების აღიარებაა. ვფიქრობ, რომ ეს სააკაშვილის დავალებით არის მაინც გაკეთებული, რადგან ის პოლიტიკაში როგორც სააკაშვილის პროექტი ისე შემოვიდა და ყოფილი პრეზიდენტის გარეშე გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. დანარჩენი შიდა პარტიული საქმეა, ნაკლებად საინტერესოა. მთავარი ის არის, რომ მეორე ტურში სამეგრელოშიც და ყველა ტურშიც „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს”, - განაცხადა მანანა კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა საკუთარი კანდიდატურა გუშინ მოხსნა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 

რულოვსის განცხადებით, არჩევნები უსამართლოდ ტარდება და მეორე ტურში მონაწილება მისთვის შეურაცხმყოფელია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე