თბილისში, Holiday Inn-ის ნომერში კანადელი ეპისკოპოსი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 15:51 | 24.10.2016
ნანახია: 1579

სასტუმრო Holiday Inn-ში კანადელი ეპისკოპოსი, ასურელთა ეპარქიის საპატიო ხელმძღვანელი ჰანნა ზორა იპოვეს გარდაცვლილი. ჰანნა ზორა და რომის პაპის ფრანცისკეს თანხმლები პირები საქართველოში ვიზიტისას ძირითადად სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ რჩებოდნენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება, ჩატარებულია ექსპერტიზა, რომლის შედეგებიც გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
როგორც „ჰოლიდეი ინის“ თანაშრომლები „საზოგადოებირვ მაუწყებელთან“ საუბრისას ამბობენ, ეპისკოპოსი ჰანნა ზორა სისხლდენით, 2 ოქტომბერს გარდაიცვალა.
რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს 30 სექტემბერს ეწვია. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში პაპი და მისი თანმხლები დელეგაცია სხვადასხვა ღონისძიებესა და შეხვედრას დაესწრო. კანადელი ეპისკოპოსი ჰანნა ზორა საქართველოში პაპის ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა. 77 წლის სასულიერო პირი პაპის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებსაც დაესწრო
ამის შესახებ ინფორმაციას მედიაში სააგენტო  PrimeTimeNews ავრცელებდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე