პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს მდივნად დავით რაქვიაშვილი დანიშნა

საქართველო, თბილისი - 15:10 | 24.10.2016
ნანახია: 1442

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნად დავით რაქვიაშვილი დანიშნა.

„დავითი არის ამ თანამდებობისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კადრი. აქვს სერიოზული გამოცდილება, ის იყო რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილე ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა და აქვს სერიოზული გამოცდილება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დავით რაქვიაშვილი მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო.
დავით რაქვიაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ირინა იმერლიშვილი შეცვალა. ირინა იმერლიშვილი საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე