გლდანში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ერთი თვის განმავლობაში 191 941 ლარი დაიხარჯა
საქართველო, თბილისი - 15:08 | 24.10.2016 ნანახია: 1227გლდანის რაიონის მასშტაბით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, 9 სხვადასხვა მისამართზე, 3201 კვ.მ ფართობზე, განახლდა კორპუსის სახურავი, 11 ობიექტზე მოხდა ლიფტის რეაბილიტაცია, 1 ობიექტზე მოწესრიგდა შიდა წყალ-კანალიზაციის სისტემა, 2 კორპუსს ჩაუტარდა სართულ შორის ნაპრალების რეაბილიტაცია, 6 ობიექტზე მოეწყო წყალსაწრეტი მილები და 1 ობიექტზე დამონტაჟდა სადარბაზოს მეტალის კარი. აღნიშნული სამუშაოებისთვის, გლდანის რაიონის გამგეობამ, ბიუჯეტიდან, 191 941 ლარი გამოყო.
,,ბოლო ორი თვის განმავლობაში, ყოველკვირეულად ვხვდებოდი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეებს, რა დროსაც, დაახლოებით 300-მდე კორპუსის თავჯდომარეს შევხვდი. შეხვედრებზე განვიხილავდით თითოეული კორპუსის პრობლემებს, საჭიროებებს და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივად ვმსჯელობდით. მსგავსი შეხვედრები გვეხმარება იმაში, რომ პროექტების მიზნობრიობა სწორად განსაზღვროთ. ნოემბრის თვიდან წლის ბოლომდე კვლავ ვაპირებ ცალკეულ კორპუსებში სტუმრობას, რათა ახალი ბიუჯეტის ფორმირებისას მაქსიმალურად სწორად განვსაზღვროთ პრიორიტეტები,’’ - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რაიონის მასშტაბით, საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაობი კიდევ არა ერთ მისამართზეა დაგეგმილი. კერძოდ, უახლოეს პერიოდში 14 კორპუსის სახურავი განახლდება, 4 ობიექტზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ლიფტს, 2 მისამართზე დამონტაჟდება მეტალის კარი, 3 მისამართზე მოწესრიგდება წყალ-კანალიზაციის სისტემა, 2 ობიექტზე საერთო სარგებლობის კიბეებს აღადგენენ, 2 კორპუსის სართულ შუა ნაპრალების რეაბილიტაცია განხორციელდება და 4 ობიექტზე მოეწყობა წყალსაწრეტი მილები. სამუშაოებისთვის, გლდანის რაიონის გამგეობა, , 200 000 ლარამდე გამოყოფს.
გლდანის რაიონის გამგეობამ 2016 წლის სამი კვარტლის მონაცემები შეაჯამა. ამ მონაცემების მიხევდით, 1 450 305 ლარით, 162 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა დაფინანსდა.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა