რომან გოცირიძე: სანდრა რულოვსი შევა პარლამენტში

საქართველო, თბილისი - 15:05 | 24.10.2016
ნანახია: 1772

მე დარწმუნებული ვარ, რომ სანდრა რულოვსი შევა პარლამენტში, - განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალიტებთან საუბარში.

რაც შეეხეეხება რულოვსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი გადაწყვეტილება მეორე ტურთან დაკავშირებით, პოლიტსაბჭოსთვის ჯერ კიდევ 11 ოქტომბერს იყო ცნობილი, გოცირიძე აცხადებს, რომ ეს არის სანდრა რულოვსის პირადი გადაწყვეტილება, თუმცა მათი მიზანი საერთო რჩება და პარტია აგრძელებს ბრძოლას მეორე ტურებში.

"საკონსტიტუციო უმრავლესობა თავისთავად არ არის უბედურება, უბედურება არის ის, როდესაც ამას იყენებს არაკონსტიტუციურად, არაფორმალურად საზოგადოების გარკვეული ჯგუფი. ჩვენი პროგრამა მინიმუმი არის, რომ ჩვენ არ დავუშვათ საკონსტიტუციო უმრავლესობა არაფორმალური მმართველის ხელში, ხოლო პროგრამა მაქსიმუმი - როგორც იტყვიან, ოცნებას ადამიანი არ მოუკლავს - 45 ადგილი თუ ავიღეთ, მაშინ ჩვენ მივიღებთ უმრავლესობას. ამიტომ რატომაც არა? ცდა ბედის მონახევრეა. ჩვენ ვცდით, ჩვენ ვიბრძვით და ჩვენ ეს დავამტკიცეთ თუნდაც მარნეულში და ჩვენ ამას დავამტკიცებთ მეორე ტურშიც",- განაცხადა რომან გოცირიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე