დაბა ჩაქვში გზისა და სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 15:00 | 24.10.2016
ნანახია: 1168

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განივთარების ფონდი, დაბა ჩაქვში,  სასტუმრო ოაზისის მიმდებარედ გზის რეაბლიტაციისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტი ითვალისწინებს სასტუმრო ოაზისის ტერიტორიის ირგვლივ, საავტომობილო გზაზე, ბეტონის ფილების დაგებას. ასევე, მოპირკეთდება  ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლისა და სამხედრო ნაწილის  ტერიტორია. მოეწყობა სანიაღვრე არხები და  კანალიზაცია.  

სამუშაოების დასრულების შედეგად საკურორტო ზონაში ტურისტული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 870 298 ლარია.  მუნიციპალური განივთარების ფონდი სამუშაოების დასრულებას  2017 წლის იანვარში გეგმავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე