თიბისი გალერეა რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი სრული ალბომის პრეზენტაციას უმასპინძლებს

საქართველო, თბილისი - 14:56 | 24.10.2016
ნანახია: 1675

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეა ცნობილი ქართველი მხატვრის  რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი სრული ალბომის  პრეზენტაციას და მისივე  ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს.

ალბომი მხატვრის 200-მდე ნამუშევარს აერთიანებს, მათ შორისაა ბავშვობის პერიოდის ნახატები, გრაფიკა, ფერწერა, ილუსტრაცია.

რუსუდან ფეტვიაშვილის ალბომი  ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე და მისი შეძენა პრეზენტაციაზე იქნება შესაძლებელი.

ალბომი გამომცემლობა „არტანუჯმა“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა.
დასწრება თავისუფალია!

მისამართი: მარჯანიშვილის ქ.7, თიბისი გალერეა, თიბისი ბანკის სათავო ოფისი (მე-4 სართული)




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე