ავღანეთში 9 ისლამისტი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 18:55 | 24.10.2016
ნანახია: 1308

ავღანეთში შეტაკებები გრძელდება. სააგენტო „ხაამას“ ინფორმაციით, ნანგარჰარის პროვინციაში სამთავრობო ძალებმა ისლამური სახელმწიფოს 9 მებრძოლი მოკლეს.

ისლამისტები პოზიციებს თმობენ კუნდუზში, ლოგარსა და ჰელმენდშიც, სადაც სახელისუფლო ძალები მასშტაბურ რეიდებს ატარებენ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისლამისტთა პოზიციები უპილოტო თვითმფრინავებით რამდენჯერმე დაიბომბა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე