ქუთაისში, საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა

საქართველო, თბილისი - 13:22 | 24.10.2016
ნანახია: 1189

ქუთაისში, გელათის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარია საცხოვრებელი სახლის სხვენი, თუმცა ძლიერი ქარის გამო ცეცხლი საცხოვრებელ სახლსაც გადაედო.

უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია, სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე