დავით ნარმანია ავსტრიის ელჩს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 12:45 | 24.10.2016
ნანახია: 1221

თბილისის მერი დავით ნარმანია ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში არად ბენკოს შეხვდა. დედაქალაქის მერიაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ავსტრიის დედაქალაქ ვენასა და თბილისს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო თბილისსა და ავსტრიის სხვა ქალაქებს შორის მჭიდროპარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებასა და სხვადასხვა ერთობლივი პროგრამის განხორციელებას.

დავით ნარმანიამ იმედი გამოთქვა, რომ თბილისში ავსტრიის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არსებული ინტენსიური ორმხრივი ურთიერთობების, მათ შორის, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას.

თავის მხრივ, არად ბენკომ გამოთქვა მზაობა, რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელსორი ქვეყნის ქალაქებს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

შეხვედრის დასასრულს, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ნარმანიას თბილისობა 2016-ის წარმატებით განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ სახალხო დღესასწაულმა უცხო ქვეყნის დელეგაციების მოწონება დაიმსახურა.

ავსტრიის საელჩო თბილისში მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე