ქართული ღვინის კულტურას პოლონეთში შეასწავლიან
საქართველო, თბილისი - 12:38 | 24.10.2016 ნანახია: 1350ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას პოლონეთის ღვინის აკადემიის სკოლაში შეასწავლიან. აღნიშნულის თაობაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდს შორის (Galicja Vitis) გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას პოლონეთში სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო აქტივობების მეშვეობით. პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდი თანამშრომლობს პოლონეთის ღვინის აკადემიასთან (Podkarpacka Akademia Wina,http://akademiawina.org/), რომლის ბაზაზეც 2015 წელს ქალაქ იასლოში ღვინის სკოლა ჩამოყალიბდა, სადაც ლექციებს ქართული ღვინის კულტურის შესახებ წაიკითხავენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი იმედოვნებს, რომ აღნიშნული მემორანდუმი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პოლონეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტის გაზრდას.
„პოლონეთი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარია და ზოგადად ქართულ ღვინოს პოლონეთში დიდი პოტენციალი აქვს. ასევე ყოველწლიურად მზარდია პოლონეთიდან ღვინის ტურიზმი. ველოდებით, რომ ქართულ ღვინოს მომავალში უფრო და უფრო მეტი დამფასებელი ეყოლება. დღეს მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს, რომლის თანახმადაც ერთ-ერთ სასწავლებელში ქართული ღვინის შესახებ ლექციებს წაიკითხავენ. ჩვენ მათ ჩვენი მხრიდან დავეხმარებით ინფორმაციითა და სარეკლამო მასალის მიწოდებით და მაქსიმალურას ჩავერთვებით, რომ უფრო მეტი კარგი ღვინო იყოს წარმოდგენილი პოლონეთში“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
ორგანიზაცია “Galicja Vitis” პოლონეთში ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო ღვინის კონკურსის Wine Contest GALICJA VITIS-ის (http://galicjavitis.pl/en/) დამფუძნებელია. როგორც აღნიშნული ფონდის წარმომადგენელი, პოლონელი ღვინის მწერალი და ენოლოგი ვოიჩეკ ბოსაკი (Wojciech Bosak) აცხადებს, ქართული ღვინო საკმაოდ პოპულარულია პოლონეთში, სადაც მაღაზიებში, ღვინის სახლებსა და რესტორნებში ქართული ღვინის ფართო არჩევანია.
„საქართველო სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება პოლონელი ტურისტებისთვის, ღვინის ტურიზმისთვის, მათთვის, ვინც დაინტერესებულია ნახოს ვენახები, ღვინის საწარმოები, მწარმოებლები და რაღა თქმა უნდა დააგემოვნოს ღვინო. ჩვენი მეღვინეობა-მევენახეობის ხელშემწყობი ფონდის მიზანია მიაწოდოს საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ქართული ღვინის შესახებ, როგორც მწარმოებლებს, ასევე მომხმარებლებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან დაგვეხმარება ხელი შევუწოთ ქართულ ღვინოს, რომელსაც დიდი ისტორია და კულტურა აქვს. ჩვენ გავაცნობთ ქართულ ღვინოს ჩვენი პროფესიონალური მეღვინეობის სკოლის სტუდენტებს” - აღნიშნა ბოსაკმა.
მისივე თქმით, ქართული ღვინის მიმართ დიდი ინტერესია და ზოგიერთმა პოლონელმა მეღვინემ დაიწყო ღვინის წარმოება კახური მეთოდით. „რა თქმა უნდა, შედეგი ისეთივე არ არის, როგორიც კახეთშია, მაგრამ ეს პირველი ნაბიჯია. რაც შეეხება ჩვენი კონკურსის წესებს, გასულ წელს ჩვენ გვქონდა სპეციალური კატეგორია ჭაჭაზე დაყენებული თეთრი ღვინოებისთვის, რაც უმეტესად ქართველ პოტენციურ მონაწილეებზე იყო გათვლილი. ეს მეტ შანსს აძლევს ქართულ ღვინოს, რომ სათანადოდ იყოს დაფასებული ჩვეულებრივ სტანდარტულ ღვინოებთან შედარებით” - აღნიშნა ვოიჩეკ ბოსაკმა.
პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს. პოლონეთი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია - 2016 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1,6 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო, რაც გასულის წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 47%-ით აღემატება.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა