ვინ გახდება „პერსონა 2016“ - წარმატებული მამაკაცების სია ცნობილია

საქართველო, თბილისი - 18:29 | 23.10.2016
ნანახია: 3470

გუშინ, რესტორან „floor”–ში საქართველოში მოღვაწე წარმატებულმა მამაკაცებმა მოიყარეს თავი. ისინი სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ და შესაფერის ჯილდოს, სწორედ ფინალის დღეს მიიღებენ.

„პერსონა 2016“-ის ოფიციალური დაჯილდოების ცერემონიალი 20 დეკემბერს გაიმართება და სწორედ, ამ დღეს გახდება ცნობილი, თუ ვინ გახდება „პერსონა 2016“ წლის ტიტულის მფლობელი.

საქართველოში წარმატებული მამაკაცების დაჯილდოება პირველად ტარდება. როგორც „პერსონა 2016“-ის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა იოსებ კავკავიშვილმა „პრაიმნიუსჯორჯიას“ განუცხადა, ღონისძიებას ტრადიციული სახე მიეცემა და ყოველწლიურად გაიმართება.

ნომინანტები ხმის მიცემის პრინციპით შეირჩა და მათ შორის არიან თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი სახეებიც: ჯემალ ბაღაშვილი, თემურ წიკლაური, დათო ოქიტაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ცნობილი ექიმები, ჟურნალისტები, მსახიობები და ბევრი სხვა.

„მოხარული ვარ, რომ დღევანდელი გაცნობითი საღამო შედგა. წინ ძალიან დიდი სამზადისი გველოდება, რომლის ფინალური ეტაპიც დეკემბერში იქნება. ძალიან კარგია, რომ ამ პროექტში ჩაერთო უამრავი ადამიანი და საზოგადოება ეტაპობრივად გაიცნობს იმ წარმატებულ მამაკაცებს, რომლებიც წარდგენილნი იქნებიან „პერსონა 2016“-ზე. მადლობა თითოეულ მედიასაშუალებას, რომლებიც გვერდში გვიდგანან“, - განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თეონა ლალიევმა.

დათო ოქიტაშვილი: 

დიდი მადლობა საზოგადოებას, იმ ადამიანებს, ვინც გამოკითხვის შედეგად დამასახელეს, იმ ღირსეულ ადამიანთა შორის, ვინც წარდგენილები ვართ სხვადასხვა ნომინაციებში. მიყვარხაართ ყველა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე