მაკა ჩიჩუამ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი „გრინ ჰაუსი" მოინახულა

საქართველო, თბილისი - 19:05 | 21.10.2016
ნანახია: 1195

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს, ბავშვებისა და მათი მშობლების ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს „მწვანე სახლი" ეწვია.

მაკა ჩიჩუამ ცენტრი დაათვალიერა, გაეცნო მუშაობის სპეციფიკასა და მიმართულებებს.

პირველმა ლედიმ ცენტრში მომუშავე პედაგოგებთან და ფსიქოლოგებთან გამართა შეხვედრა და ცენტრის ბენეფიციართა მშობლებსაც გაესაუბრა.

„გრინ ჰაუსი" თბილისში 2006 წლიდან ფუნქციონირებს, რომელიც ფრანგულ მოდელზეა აგებული. „გრინ ჰაუსის" ტიპის სახლები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს.  ადრეული სოციალიზაციის ცენტრი ბავშვებისა და მშობლებისათვის, ეს არის ადგილი სხვადასხვა დარღვევების პრევენციისათვის, სადაც პატარა ასაკიდანვე მოჰყავთ ბავშვები. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე