„შალვა ნათელაშვილს სერიოზულ ფიგურად ვერ აღვიქვამ“ - ლალი ბადურაშვილი

საქართველო, თბილისი - 18:30 | 21.10.2016
ნანახია: 18373

„შალვა ნათელაშვილს სერიოზულ ფიგურად ვერ აღვიქვამ“, - ამის შესახებ მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა გადაცემაში „დღის შოუ 3-დან 5-მდე“ განაცხადა.

მსახიობის თქმით, „ლეიბორისტული პარტიის“ რეიტინგი ნულის ტოლფასია და ნათელაშვილს ურჩევს, რომ საკუთარ პარტიას მიხედოს და ნაკლებად დაკავდეს სხვისი ცხოვრებით.

„ბ-ნო შალვა, მე დუშეთში გაზრდილი ქალი ვარ, იმიტომ რომ ბიძაჩემი მუშაობდა იქ და მთელი ნათესაობა ზაფხულში მივდიოდით და ვისვენებდით. არაჩვეულებრივად ვიცი ეს რაიონი, რადგან შენ არა გაქვს იმდენი ნარბენი, როგორც მე იქ დავხტუნაობდი. ახლა გეკითხებით თქვენ - დღესაც ძალიან უჭირს იმ რაიონს და მაინტერესებს, შალვა ნათელაშვილს რა მამა ყავდა ისეთი რომ 7 მილიონიანი მარმარილოიან სახლს ბაზალეთში აშენებს, გარდა ამისა, ჰყავს დათვი, რომელსაც ყოველდღე 5 კილო ხორცს აჭმევს და მე კიდევ, ჩემს შვილებს ვერ ვყიდულობ ყოველდღე ხორცს. საინტერესოა, საიდან აჭმევს ამ დათვს ყოველდღე 5 კილო ხორცს? რა იშოვა ასეთი და მას ვისზე რა აქვს სალაპარაკო?“, - განაცხადა ლალი ბადურაშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე