„კახეთში შვილს მუცელი მოაშლევინეს, რადგან ქმარი არ ჰყავდა" - გოგა ჩანადირი ქართულ უსამართლობაზე

საქართველო, თბილისი - 16:44 | 21.10.2016
ნანახია: 1521

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ქართულ უსამართლობებზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

„ვუყურებ ოჯახებს და ვხედავ, როგორი მოძულებული ჰყავთ შვილი, რომელიც ქორწინების გარეშე შვილს აჩენს, რომელიც სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენს, რომელიც ფეხმძიმედაა და აბორტის გაკეთებას აიძულებენ და ასე შემდეგ.
ოჯახი თავად ხდება მოძალადე, მსხვერპლი კი ოჯახის წევრი.
ახლა გავიგე, რომ ტრანსგენდერი, რომელიც ცოტა ხნის წინათ მძიმედ დაჭრეს, ოჯახის წევრები შინ არ უშვებდნენ.
ახლახანს გავიგე, რომ კახეთში შვილს მუცელი მოაშლევინეს, რადგან ქმარი არ ჰყავდა. სამეგრელოში ცოლი სცემეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქმარი არ იყო დარწმუნებული მის ქალიშვილობაში. იმერეთშიც, ქართლშიც, სვანეთშიც და ყველგან იგივე ხდება.
არ ვიცი, რა ხდება. ოჯახები საზოგადოებრივი აზრის ტყვეობაში ექცევიან, რომელიც მსგავს რამეებს კრძალავს. და ვინ დაადგინა, რომ ეს აზრია ჭეშმარიტი ან ამ საზოგადოების წევრია უცოდველი?
ვინ განსაზღვრა, რომ ქორწინების გარეშე ბავშვის გაჩენა უფრო დიდი ციდვაა, ვიდრე აბორტი?
ვინ განსაზღვრა, რომ მოძალადე უფრო უცოდველია, ვიდრე გარემოებათა მსხვერპლი?
შეუშვით თქვენი შვილები სახლში და უარი თქვით აბორტებზე!
მოექეცით ადამიანებს ადამიანურად და არა ისე, როგორც თქვენ არ გინდათ, მოგექცნენ“, - წერს გოგა ჩანადირი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე