(ვიდეო) სანდრა რულოვსი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 15:40 | 21.10.2016
ნანახია: 1477

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი  საკუთარ ამომრჩევლებს მიმართავს და  არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.  

“არ აჰყვეთ პროვოკაციებს, მშვიდად, წყნარად მიდით უბნებზე და გააკეთეთ თქვენი არჩევანი“- აცხადებს სანდრა რულოვსი , კანდიდატის განცხადებით, არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოცხადებას ზუგდიდში დაელოდება.

სანდრა რულოვსი ამომრჩევლებს ასევე მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ ბიულეტენზე რეგისტრატორის ბეჭედს და ხელმოწერას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანდრა რულოვსის განცხადებით, გამორიცხული არ არის რომ გამნეორებითი კენჭისყრის აუცილებლობა დადგეს.

22 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური ზუგდიდის 3 მაჟორიტარულ უბანზე- განმუხურის 38-ე და ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე გაიმართება.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე