საავადმყოფოს პალატაში დაწყებული სიყვარულის ისტორია და ოჯახი, რომელიც ნახევართვეში შეიქმნა

საქართველო, თბილისი - 09:51 | 21.10.2016
ნანახია: 2059

დღემდე დავობენ იმაზე, არსებობს თუ არა ერთი ნახვით შეყვარება. ისინი ვინც სიყვარულს ისე ხსნიან, რომ ეს არის კარგი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი ან მიჩვევა, ბუნუნებრივია ამას არ დაეთანხმებიან. თუმცა არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისაც ამის სჯერა.  ფსიქოლოგები კი ამტკიცებენ, რომ ერთი ნახვით შეყვარება არსებობს,  უბრალოდ გრძნობის სიძლიერეა განსხვავებული ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპზე. 

მხატვრმა მიშა ბერძენიშვილმა და მუსიკოსმა ნინო ბერიშვილმა ძალიან მოკლე ხანში შექმნეს ოჯახი. ხელოვანთა ოჯახი თავს ბედნიერად გრძნობს და სიამოვნებით იხსნებენ, თავიანთ ორიგინალურ და რეტრო სტილში გადაწყვეტილ ქორწილს.

მიშა ბერძენიშვილი, მხატვარი:გვინდოდა რომ ჩვენი ქორწილიcollage777ყოფილიყო განსხვავებული და არასტანდარტული. აქედან გამომდინარე დაგვებადა იდეა, რომ ეს ყველაფერი გაგვეკეთებინა ძველებურ სტილში, ამიტომ ავარჩიეთ რეტრო. და დავიწყეთ მზადება, თან გვინდოდა, რომ ფოტოებიც განსაკუთრებული ყოფილიყო. ჩვენი მეგობარი  ლაშა ფოტოგრაფია და ვთხოვეთ ამის განხორციელებაში დაგვხმარებოდა.

ნინო ბერიშვილი, საქსაფონისტი:  ჩემი სურვილი იყო, რომ ყველაფერი მარტივი და ჩვეულებრივი ყოფილიყო. არ მინდოდა 500 კაციანი ქორწილი, დაუმთავრებელი სადღეგრძელოები და ალიაქოთი. ამიტომ გავაკეთეთ ვიწროდ და დახვეწილად რეტრო სტილში, სადაც შესაბამისად ჩაცმულები ვიქნებოდით იქნებოდა ჯაზი ფონურ მუსიკად და ქორწილი, რომელიც დასამახსოვრებელი იქნებოდა ყველასთვის და ესეც იყო რეალურად.

-          ფოტოსესიის იდეა ვის ეკუთვნის?  საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს ფოტოებს.

-         სიმართლე გითხრათ არ ვაპირებდით  ფოტოსესიის გაკეთებას, უბრალოდ ფოტოების გადაღება გვინდოდა, მაგრამ როდესაც ლაშა მოვიდა ჩემთან სახლში და დამინახა ამ სტილში რეტრო სტილში ჩამული, გაგიჟდა. ეგრევე მითხრა, რომ ფოტოსესია უნდა გავაკეთოთოო. მე, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, სწორედ ისეთი ფოტოები გამოვიდა, როგორიც მინდოდა და წარმომედგინა.

ნინო: ეს ყველაფერი არის ლაშას დამსახურება, რადგან სწორედ მისი დაჟინებული თხოვნით გამოგვივიდა ასეთი არაჩვეულებრივი ფოტოსესია. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა მხოლოდ ხელისმოწერა და ჯვრისწერა.

-       bbbbbb ამბობენ ხელოვანი ხალხი ძალიან რთულები და „სტრანი ტიპები“ არიანო. მართალია?

-         ნინო: „სტრანები“ არ არიან. ძალიან ჩვეულებრივები არიან. ფარისევლური მომენტები არა აქვთ, ძალით არ ტიპობენ.  რაც შეგვეხება მე და მიშას, ჩვენ ძალიან ერთნაირები აღმოვჩნდით.

მიშა: ყოველთვის მინდოდა ისეთი ადამიანი ყოფილიყო ჩემს გვერდით, ვისთანაც ვიქნებოდი თავისუფლად, კარგად და გვექნებოდა აბსოლუტურად ყველანაირი კომფორტი. ნინო, რომ გავიცანი ეგრევე ვთქვი, რომ ეს არის ის, ვინც ყოველთვის წარმომედგინა ჩემს გვერდით, რაშიც მოგვიანებით კარგად დავრწმუნდი.

-         რა ნახეთ მასში ისეთი, რამაც მიიქცია თქვენი ყურადღება?

-         დავინახე ის, რაც არ აქვს სხვებს.

-         ანუ?

-         გულწრფელობა, სიალალე და რაც ყველაზე მთავარია, თავისუფლება. სწორედ ამიტომ, ძალიან უცებ მოხდა მოვლენების განვითარება, ძალიან მალე გადავწყვიტეთ, რომ ოჯახი შეგვექმნა.

ნინო:  თავიდანვე ჩანდა რომ ეს არ იყო  გართობა.

-         მიშა, სად გამოუტყდით პირველად სიყვარულში?

-         ნინო, რომ გავიცანი მესამე დღეს წავედი იტალიაში და იქიდან რომ ჩამოვედი მოხდა, ისე რომ  ჯანმრთელობის გამო მომიწია საავადმყოფოში დაწოლა. ჩემს სანახავად ნინო როცა მოვიდა, მაშინ გამოვუტყდი რომ მიყვარდა.

-         ნინო, თქვენი რეაქცია როგორი იყო?

-         ძალიან გამიკვირდა გამიხარდა,თავიდან მეგონა მომესმა არ ველოდებოდი ასე მალე ამის მოსმენას, თუმცა მე არაფერი მითქვამს იმ მომენტში. ზოგადად სიტყვა „მიყვარხარ“ თქმა არ მიყვარს. როცა დავრწმუნდი ჩემს გრძნობებში, რომ ნამდვილად ასე იყო ვუთხარი რომ არანორმალურად მიყვარდა.

-         თქვენ წეღან აღნიშნეთ, რომ ერთმანეთს ძალიან ვგავართო, მაგრამ ამბობენ იმასაც, რომ პლიუსი და მინუსის შემთხვევაში უფრო ეწყობიან ადამაინები ერთმანეთსო. ეთანხმებით?

მიშა: ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის. იმდენად ჩემია და იმდენად ბევრი საერთო გვაქვს, რომ ბევრი ფიქრი და ორჭოფობა არ დამჭირვებია ჩემს გადაწყვეტილებაში. ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ შევხვდი ამ ადამიანს.

ნინო: ზოგადად ყველა ადამიანს ჰყავს თავისი იდეალი. ჩემს შემთხვევაში, მიშა აღმოჩნდა ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც გაცნობისთანავე მომეწონა, შემიყვარდა და მივხვდი რომ ის იყო ჩემი და მთელი ცხოვრება მის დანახვას ვცდილობდი. ეს ყველაფერი ჰგავს ოცნებას, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ხდება.

-         როგორია თქვენი შემოქმედებითი თანაცხოვრება. ნინო უკრავს, თქვენ ხატავთ. collage666

ალბათ, ნინო ხშირად იქნება თქვენთვის მუზის წყარო.

მიშა: ძალიან ბევრ რამეში ვეხმარებით ერთმანეთს. ნინო რომ ყოფილიყო მხატვარი, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა. ის, მუსიკოსია და ორმაგად მიხარია. დიახ, ნინო ჩემთვი არის მუზა. სწორედ, ამ მუზის წყალობით, ძალიან ბევრი ნახატი შემიქმნია.

ნინო, თქვენ როგორ მოგწონთ მიშას შემოქმედება?

-         მიშას შემოქმედება ყოველთვის მომწონდა. ყოველთვის მშვიდ და ზღაპრულ გარემოს მიქმნიდა. მისი, ყველა ნამშევარი სიმშვიდეს მგვრის.

-         მიშა, როცა თქვენი მომავალი მეუღლე გაიცანით, იმ პერიოდში თუ მოგსვლიათ მუზა და თუ დაგიხატავთ ნახატი?

-         რა თქმა უნდა, მომსვლია, მაგრამ არ დამიხატავს. ვცდილობდი რომ ეს თემა დამემუშავებინა და არ მეჩქარა. მოგვიანებით დავხატე.

-         რა დახატეთ?1

-         დავხატე გოგონა მინდორში, პატარა გოგონასთან ერთად. თუ როგორი გამოვიდა, ამას ნინო გეტყვით.

ნინო: ძალიან ლამაზი ნახატია. ჩემთან  ძალიან ახლოსაა. სავსე ნახატია. შეხედვისთანავე მიხვდები რომ ნახატი არის სრულყოფილი.

-         მიშა, ახლა რაზე მუშაობთ. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

-         ვმუშაობ და ვემზადები გამოფენისთვის. გაზაფხულზე მინდა გავაკეთო პერსონალური გამოფენა, რომელსაც მუსიკალურად ნინო გააფორმებს.

-         კომერციულად რამდენად მომგებიანია დღეს მხატვრობა? თუ აქაც გამართლებაზეა?

-         ჩემს შემთხვევაში გამიმართლა. ერთხელ  დავხატე თეთრი ბუ, გავიტანე გამოფენაზე რომელიც გალერეა ვანდაში მქოინდა 2014 წელს.  სიმართლე გითხრათ არ ვაპირებდი გატანას, რატომღაც ამ ნახატმა ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა რასაც არ ველოდი ნამდვილად, მაგრამ გამოგიტყდებიოთ და გამიხარდა გულის სიღრმეში ამის შემდეგ ბუზეც მოთხოვნა გაიზარდა.  განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა თეთრ ბუზე.

ლაშა შალამბერიძე, ფოტოგრაფი: გავოცდი როგორც კი ნინო დავინახე. იყო ძალიან განსხვავებული და ძალიან ლამაზი. ამას და ემნატა ისიც, რომ მიშაც  გამოიყურებოდა არაჩვეულებრივად, „თნამედროვე შარვალი, „პაჟები“ და ძალიან უცხო სტილში ეცვა. შესაბამისად, ფოტოსესია უნდა გაგვეკეთებინა განსხვავებული, რომ ის შედეგი მიგვეღო, რაც გვაქვს ფოტოების სახით. ბევრი ხვეწნის შემდეგ, წავიყვანე მცხეთის ვაგზალზე, სადაც გავაკეთეთ ფოტოსესია.

ესაუბრა გიორგი საკარული





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე