ასობით ბალერინა გრანდიოზული ფოტოსესიისთვის გაშიშვლდა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 11:05 | 20.10.2016
ნანახია: 2678

ფოტოგრაფისა და პორტრეტისტის ჯორდან მეთერის ახალ პროექტში მსოფლიოს ასობით ბალერინა და ბალერონი გრანდიოზული ფოტოსესიისთვის გაშიშვლდა. გადაღებები, რომლებიც მოცეკვავეების სხეულების დახვეწილობისა და ცეკვების სილამაზის დემონსტრირებას ახდენს, აშშ-ის, კანადისა და ევროპული ქალაქების ღირშესანიშნაობების ფონზე მიმდინარეობდა.

როგორც Daily Mail წერს, ერთი ფოტოსურათის გადაღებას ერთ წუთზე ნაკლები დასჭირდა. პროექტის ავტორმა მანამდე მოცეკვავეებთან რეპეტიცია გაიარა და აჩვენა, როგორი პოზები უნდა მიეღოთ მათ. ყველა ფოტო ჯორდან მეთერის ფოტოალბომ Dancers After Dark -ში შევიდა, რომელიც გაყიდვაში უკვე გამოვიდა.

 







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე