თბილისში მოდის კვირეული გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 10:52 | 20.10.2016
ნანახია: 1446

თბილისის მოდის კვირეული დაიწყო. რიგით მე-14 სეზონი ნინო რამიშვილის არასასცენო სამოსის გამოფენით გაიხსნა. უმრავლესობა გასული საუკუნის 60-იან წლებშია შექმნილი.

თბილისის საკრებულოს დარბაზში პერფორმანსი „სუხიშვილების“ მონაწილეობით გაიმართა. ამის შემდეგ სტუმრებმა აბაკელიას ქუჩაზე გადაინაცვლეს, სადაც ღია ცის ქვეშ „ჩუბიკას“ კოლექცია იხილეს.

თბილისის მოდის კვირეული ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 23 ოქტომბერს ოფიციალურად დასრულდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე