ქართველი ტრანსგენდერი ქალები საკუთარ უფლებებს თავად დაიცავენ

საქართველო, თბილისი - 20:12 | 19.10.2016
ნანახია: 5882

ტრანსგენდერი ქალის დაჭრაში ბრალდებულ გიორგი მურჯიკნელს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

სასამართლო პროცესი დღეს დილიდან, ლგბტ თემის წარმომადგენლების მცირე აქციის ფონზე მიმდინარეობდა. 

ტრანსგენდერი ქალების განცხადებით, დანაშაული იყო სიძულვილით მოტივირებული. მათივე თქმით, ლგბტ ჯგუფში ყველაზე დაუცველები ტრანსგენდერი ქალები არიან.

მათივე განცხადებით, ისინი საკუთარ უფლებებს თავად დაიცავენ. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე