ბიონსეს თაყვანისმცემლებმა სოლიდარობის ნიშნად ყურები მოიჭრეს

საქართველო, თბილისი - 13:55 | 18.10.2016
ნანახია: 1933

ამერიკელი მომღერლის ბიონსეს თაყვანისმცემლებმა სოლიდარობის ნიშნად სისხლიანი ფლეშმობი მოაწყვეს. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ კონცერტის მსვლეობისას მომღერალს ყურიდან სისხლდენა დაეწყო.

თავიანთი კერპის მხარდასაჭერად ბიონსეს თაყვანისმცემლებმა ყურზე ჭრილობები მიიყენეს და მისი ამსახველი შემაძრწუნებელი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერდა, რომ ”გაერთიანებულიყვნენ და სისხლი დაეღვარათ მისი (ბიონსეს) სულიერი ძალების აღსადგენად”. საბედნიეროდ, აქციას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ბლოგერების უმეტესობამ თაყვანისმცემლებს მოუწოდა ფლეშმობში მონაწილეობა არ მიეღოთ, რადგან ასეთი კამპანია მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნიდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე